აღნიშნული სადოქტორო პროგრამა ხორციელდება ევროკომისიის (სოკრატეს პროგრამის)მხარდაჭერით, Curriculum Development Advanced (CDA) პროგრამის ფარგლებში. სადოქტორო პროგრამა სტუდენტებს აძლევს საშუალებას, შექმნან სადისერტაციო ნაშრომები ევროპული ლიტერატურის შესახებ საუკეთესო სამეცნიეროკვლევით გარემოში, პარტნიორ უნივერსიტეტებთან თანამშრომლობით.

სადოქტორო პროგრამა ითვალისწინებს მთელ რიგ სასწავლო და კვლევით კომპონენტებს, რომელთა საშუალებით სტუდენტები ეუფლებიან სადისერტაციო ნაშრომთან დაკავშირებულ კვლევის მეთოდოლოგიას და მათ უვითარდებათ შესაბამისი კვლევის უნარები.